დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი

  • 20 ივნისი 23:59

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარლამენტში შევარდნის მცდელობა არის კატეგორიულად მიუღებელი და სუპერმეგასლეობა.

ასეთი საპროტესტო ტალღის გაბანძება თუ უნდა ვინმეს, ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებ“ - წერს დავით ზურაბიშვილი.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. ფაქტს პროტესტი მოჰყვა, შედეგად კი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეწყდა.


პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საპროტესტო აქცია პარტლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.