ნინო ლომჯარია: საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია!

  • 20 ივნისი 23:49

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
 

„საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება!“ - წერს ნინო ლომჯარია.
 

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გახსნა. ის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. ფაქტს პროტესტი მოჰყვა, შედეგად კი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეწყდა.


პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საპროტესტო აქცია პარტლამენტის შენობის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.