არასამთავრობო სექტორი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

  • 20 ივნისი 23:07

პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

"სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას აქვს საზღვრები. ძალადობა დანაშაულია და ეს ყველა ჯგუფს ეხება. ყველამ თავი უნდა შეიკავოს კანონის დარღვევისგან. მშვიდობიან პროტესტს უფრო დიდი ძალა აქვს და ნუ მოახდენთ მის დისკრედიტაციას!" - აცხადებს ,,საერთშორისო გამჭირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.


არასამთავრობო ორგანიზაცია: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში​ წერს, რომ "ჩვენ გვქვს სამართლებრივი სახელმწიფო და გვჭირდება მხოლოდ სამართლებრივი პროცესები, რას აკეთებთ ხალხო? წადით სახლში, არ დაგვაბრუნოთ რამდენიმე წლით უკან"...


ეთო გვრიტიშვილი "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, წერს რომ "როგორი ქვეყნის მოძულე უნდა იყოს ადამიანი, რომ მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი და საგარეო მტერთან დაპირისპირება ასე მიწასთან გაასწორო და პირად პოლიტიკურ ამბიციამდე დაიყვანო. პოლიცია, რომ ჯიბის პირადი დაცვაა და საერთოდ ქართველობაც, რომ მიშამ გვიბოძა ეგეც არ დაგვავიწყდეს".