უცნობი კადრები 11 სექტემბრის ტერაქტიდან

  • 20 ივნისი 18:59

არქივის თანამშრომელმა შემთხვევით ნაყიდ დაზიანებულ CD დისკებზე ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტის შემდგომ გადაღებული ფოტოები აღმოაჩინა.

CD-ებზე 2,400-მდე ფოტოა. მათი ნაწილის აღდგენა მოხერხდა და მან ისინი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


ფოტოები სავარაუდოდ ტერაქტის შემდეგ ადგილზე მომუშავე ერთ-ერთი მუშის მიერ არის გადაღებული, რომელიც მაშველებს ტერიტორიის გაწმენდაში ეხმარებოდა. მისი ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.


2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებზე და პენტაგონის ალ-კაიდას წევრების მიერ გატაცებული თვითმფრინავების შეჯახების და კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 3,000-მდე ადამიანი დაიღუპა.


2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს,  ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა — პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა, დასახულ სამიზნეს მიაღწია. მეოთხე ლაინერმა პენსილვანის შტატში კატასტროფა განიცადა.


11 სექტემბრის ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი ად 60 პოლიციელი.  


დაღუპულად ითვლება ასევე 19 ტერორისტი, რომელთაგან 15 საუდის არაბეთის, ორი არაბთა გაერთიანებული საემიროების, ერთი ეგვიპტისა და ერთიც ლიბანის მოქალაქე იყო.


11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ციფრი უცნობია. 2006 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ზარალმა ყველაზე დაბალი შეფასებით, 500 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.