ქუთაისში “მეგა ტვ”-ს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

  • 20 ივნისი 17:06

ქუთაისში, ადგილობრივი ტელეკომპანია ''მეგა ტვ''- თანამშრომელი უცნობმა პირებმა სცემეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტელევიზიის ავტომობილს გაურკვეველი პირები დაეჯახნენ, ამის შემდეგ კი მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე პირმა სცემა.


ტელეკომპანია "მეგა ტვ" შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის დროული გამოძიებისკენ და დამნაშავე პირების დასჯისკენ მოუწოდებენ.