"როგორც ყუბანეიშვილი იტყოდა, სამ მილიონ გველში სამასი არაგველი მაინც მოიძებნება, ვინც ეცდება, საკუთარ შვილებს მიწის ნაკუწი მაინც გადაურჩინოს"

  • 20 ივნისი 16:53

ფსიქლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

"საქმე გააკეთეს. რუსებს ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება მისცეს. სახელი დაერქვა ჩვენს აწმყოს და რუსებისთვის სასურველ მომავალს. ახლა ამ "თავნება და ურჩ ბიჭ კობახიძეს, აი, სულ თავის ნებაზე, უნებართვოდ რომ დატრაშუნობს", დავსჯით და დამშვიდდება მონათა სამფლობელო.


მაგრამ იმედი მაქვს, როგორც ყუბანეიშვილი იტყოდა, სამ მილიონ გველში სამასი არაგველი მაინც მოიძებნება, ვინც ეცდება, საკუთარ შვილებს მიწის ნაკუწი მაინც გადაურჩინოს, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ერქმევა."