„ჩვენს ქვეყანაში არაფერი რუსული არ უნდა არსებობდეს“ - სტეფანე

  • primetime.ge
  • 20 ივნისი 16:31

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი დღის თემას ეხმიანება.

იმაზე, რაც პარლამენტში დღეს მოხდა, საწინააღმდეგო აზრზე არავინაა. უთავმოყვარეობაა ქვეყანაში რუსი დეპუტატის შემოშვება. აქ ოკუპანტ ქვეყანას თავის აბრებიანად ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენს ქვეყანაში არაფერი რუსული არ უნდა არსებობდეს. ყველა ადამიანი გონს უნდა მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს თავზე გადავლა არ დამთავრდება. თუმცა, მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ბევრი სიტუაციიდან გამოვმძვრალვართ და იმედია, მომავალშიც მაგრად ვიქნებით. 

- კვების ობიექტებში, რესტორნებში რუსული სიმღერები ჟღერს. ამას აპროტესტებ?

- დიახ, ასე არ უნდა იყოს. სიმღერები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენაზე (რომელიც საერთაშორისოა) უნდა ჟღერდეს. ლაღად და სასიამოვნოდ ვუყურებ ანტისაოკუპაციო სტიკერებს. ჩემთვის ძალიან ნორმალურია - „პუტინ ხუილო“ და „რუსეთი ოკუპანტია“. ჩემი ბავშვობიდან სულ ვიგონებ აფხაზეთს. როგორ უნდა დავივიწყო, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ოკუპირებული. 


სრული ვერსიის ნახვა primetime.ge