"ტუალეტები შეამოწმეთ, უნიტაზები არ გააყოლონ ხელს რუსმა დეპუტატებმა" - გიორგი ჯანელიძე

  • newposts.ge
  • 20 ივნისი 16:28

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს პარლამენტს მიმართავს:

"ტუალეტები შეამოწმეთ, უნიტაზები არ გააყოლონ ხელს რუსმა დეპუტატებმა." - წერს გიორგი ჯანელიძე.


შეგახსენებთ, დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტის შენობაში გაიმართა, ასამბლეის თავმჯდომარემ, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა სერგეი გავრილოვმა კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც საყოველთაო პროტესტი მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე საზიგადოებაში.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge