"ცოლ-შვილს დავემშვიდობე, ყველაფერი დაწერილი მაქვს ანდერძის სახით"

  • primetime.ge
  • 20 ივნისი 16:16

„მე გამოვედი სახლიდან, ცოლ-შვილს დავემშვიდობე, ყველაფერი დაწერილი მაქვს ანდერძის სახით“, - ამ სიტყვებით მიმართა ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.

ის პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს სპექტაკლს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო მოძრაობის გადასაფარად დაიდგა. 


ლევან ვასაძე პოლიციის მიერ გამოკითხვაზე მის დაბარებასაც გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილს მიმართა. 


„გინდა პოლიტიკაში შემითრიო და გმირი გამხადო. იმიტომ მიბარებ პოლიციაში. გინდათ ხელებგაკოჭილი შემითრიოთ პოლიტიკაში... მე მივდივარ პოლიციაში, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე. რომ არ მივიდე და აქ დავრჩე ეს იქნება არეულობის კერა“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ. 


ვასაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებს. 


„არასდროს არ დავუშვებთ საქართველოში პრაიდის ჩატარებას. აქ თუ დამყარდა ლიბერალური დიქტატი, რასაც ცდილობდა მიშა სააკაშვილი და ახლა ცდილობს გიგა ბოკერია, მაშინ დასაკარგი არაფერი მაქვს. მე მყავს რვა შვილი“, - ამბობს ლევან ვასაძე.  




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge