გავრილოვი: რუსული დელეგაცია ვიზიტის ვადებს არ შეამცირებს

  • imedinews.ge
  • 20 ივნისი 16:06

შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუსული დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ვადების შემცირებას არ აპირებს.

 ამის შესახებ რუსული დელეგაციის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა განაცხადა.


„ჩვენ სამუშაო განწყობა გვაქვს და მხარს გვიჭერენ ასამბლეის წევრები, დაწყებული იორდანიიდან, დამთავრებული ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებით. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და არაფრის შემცირებას არ ვაპირებთ, სანამ დღის წესრიგს არ განვიხილავთ,“-აღნიშნა გავრილოვმა. 


მანამდე რუსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა მოლაპარაკება ჩაშლის პირასაა.


მისევე თქმით, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩასვლამდე გავრცელდა ყალბი ამბავი იმის შესახებ, თითქოს ის აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა.


გავრილოვი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო კონფლიქტში არასდროს მიუღია მონაწილეობა. „საქართველოსა და რუსეთს ძმური მართლმადიდებლური კავშირები აერთიანებთ", - აცხადებს გავრილოვი.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge