კობახიძემ ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა - უახლოეს საათებში ის გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს

  • 2020news.ge
  • 20 ივნისი 16:01

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების გამო ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება.

როგორც "2020NEWS"-ს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, კობახიძე დაბრუნებიდან მალევე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.


მისივე ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის უახლოეს საათებში გახმოვანდება.


ირაკლი კობახიძის გადადგომას დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ პოლიტიკოსები და საზოგადოება მოითხოვს.

სრული ვერსიის ნახვა 2020news.ge