გელა ჩარკვიანი - რუსეთის ინტერესშია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა

  • primetime.ge
  • 20 ივნისი 15:56

თვითონ რუსეთი წარმოადგენს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს - ამის შესახებ გელა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ის პარლამენტში განვითარებულ დღევანდელ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთის ინტერესშია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა.


„მეუცნაურება, როცა მესმის ასეთი თეზისი: თუ საქართველოს და რუსეთის ინტერესები დაემთხვევა, ჩვენ ვიმოქმედებთ ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ რუსეთის მხარეზე დავდგებით. ამ ორი ქვეყნის ინტერესები შეიძლება დაემთხვეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავდროულად რუსეთის ინტერესები დაემთხვევა დასავლეთის ინტერესებს. აქ რუსეთის მხარეზე გადასვლის საჭიროება არ წარმოიშვება. ამგვარი დამთხვევა შეიძლება მოხდეს ტერორიზმის (ვთქვათ, ისლამური ფუნდამენტალიზმიდან მომდინარე), ნარკობიზნესის, ინფექციებისა და სხვა ამდაგვარი საფრთხის გაჩენის შემთხვევაში. მაშინ არ უნდა გამოვრიცხოთ დასავლეთთან ერთად რუსეთთან თანამშრომლობაც ამ კონკრეტული მუქარების გასანეიტრალებლად. ჩვენი ინტერესების არდამთხვევის მთავარი მიზეზი კი სწორედ ისაა, რომ თვითონ რუსეთი წარმოადგენს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს, სწორედ მის ინტერესებშია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და მის პოლიტიკურად კასტრირებულ სატელიტად გადაქცევა“. - წერს ჩარკვიანი


შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge