მოლდოვაში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

  • 20 ივნისი 00:30

მოლდოვაში, ქალაქ ატაკიში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

მოლდოვის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაშველებმა შეძლეს 46 ადამიანი ევაკუაცია, მათ შორის, შვიდი ბავშვია. მსხვერპლი არ არის. 

ნგრევის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.