,,რუსეთის რაინდის ეკლიანი გვირგვინით შემობრძანებას გილოცავთ” – ნინო მეტრეველი

  • სარკე
  • 18 ივნისი 14:30

ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი საქართველოსში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ფეისბუქში წერს:

"რუსეთის რაინდის ეკლიანი გვირგვინით შემობრძანებას გილოცავთ, ერო! ივანიშვილ-კრემლის კარგად დაგეგმილი ოპერაცია ,,რაინდი” წარმატებით დასრულდა. ბიჭმა კარგად ,,იკაჩავა”, ეროვნულ ლიდერს მონატრებულ ხალხს ერის მამად მოევლინა და აწი პარტიასაც უკურთხებს პატრონი.


ის კომბლებიც პიარის ნაწილი იყო, ქამრებიც და პატრულთა სიებიც. არც ,,პრაიდის” ჩატარება იყო დაგეგმილი და არც ლგბტ-ების ტყვედ აყვანა. ყველა ერთი დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთი ჰქვია.


რატომ? იმიტომ, რომ პატრიოტულ-ეროვნულ ლიდერის მაძიებლების დიდ იდენობას რუსეთში გამოკვებილი დუგინების ძმაკაცი შეაჩეჩონ. (,,ოპოზიციონერ” ,,პატრიოთა ალიანსის” შესაშველებლად, თუ ჩასანაცვლებლად). შეაჩეჩებენ კიდეც, აბა, მის გარდა გეებს ვინ ებრძვის? ჭირსაც წაუღია სამაჩაბლო, სოხუმი, საყდრისი, მშიერი ხალხი, კორუფცია, ნეპოტიზმი! მთავარია, გეებმა არ გააუპატიურონ თავადი გურამი!


მოკლედ, აფერისტ ვასაძის პოლიტიკაში წამებულის ეკლიანი გვირგვინით შემობრძანება ნაკურთხია რუსეთის, ეკლესიის და ივანიშვილის მიერ და ამ რუსეთის დამაძღარი ლიდერების მოტყუებული გულწრფელი ადამიანებით!


მოკლედ, ეგაა რა! დაგვაგოიმეს, მაგრამ ჩვენ – ვერ! გუშინვე თქვა შალვა ნათელაშვილმა ვასაძის და ,,პრაიდისტების” დაპირისპირება რუსეთის თამაშიაო.

წყარო: სარკე