“აფეთქებამდე ჩხუბი გვესმოდა”- რა მოხდა ქუთაისში

  • pia.ge
  • 18 ივნისი 12:56

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

“პრაიმტაიმის” ადგილობრივ კორესპონდენტს დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა უთხრეს, რომ აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს და ცეცხლის წაკიდება მიზანმიმართულად მოხდა.

ძლიერი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ქონებრივი დავა გახდა. მოდავე ნათესავი ბინაში გამთენიისას მივიდა, რასაც ხმაური და აყალმაყალი მოყვა.
„ სავარაუდოდ, ვიღაცამ კონკრეტულად და გამიზნულად ააფეთქა რაღაც და აქედან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი. შედეგად დაიწვა და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. მათთან კომუნიკაცია მქონდა, ვინც უშუალოდ  თვითმხილველები იყვნენ. სავარაუდოდ, გაზი არ იქნებოდა და ეს იყო ვიღაცის გამიზნული ქმედებაო,“ - ამბობს დაშავებულის მეგობარი, გიორგი აბესაძე.

ქუთაისში გამთენიისას მომხდარ აფეთქებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge