სახალისო ამბავი ლეგენდარულ სიტყვაძუნწ მინისტრზე

  • თბილისელები
  • 17 ივნისი 15:49

თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გენერალი დავით თევზაძე სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა, რაც ძალიან აღიზიანებდათ ჟურნალისტებს.

ერთხელ, ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის კორესპონდენტმა დავით თევზაძეს მიკროფონი მიუშვირა და უთხრა:


– ჩემს მეგობარს დავენიძლავე, რომ ორ სიტყვას მაინც გათქმევინებთ და... – ჟურნალისტს კითხვა უნდა დაესვა.


გენერალს ულვაშებში ჩაეცინა და ერთი სიტყვით მიუგო:


– წააგეთ! – შემდეგ კი ლიფტში გაუჩინარდა.

წყარო: თბილისელები