ყოფილმა გამომძიებელმა 2Pac-ის რეალური მკვლელი დაასახელა

  • imedinews.ge
  • 15 ივნისი 19:10

ყოფილმა დეტექტივმა, რომელიც რეპერ 2Pac-ის მკვლელობას იძიებდა, რეალური მკვლელის ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის გადამდგარმა გამომძიებელმა გრეგ კედინგმა რეპერის მკლელობის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ რეპერი 2Pac-ი ნამდვილად ორლანდო ანდერსონმა მოკლა.


ორლანდო ანდერსონი 1998 წელს კრიმინალურ ბანდებს შორის ორმხრივ სროლას ემსხვერპლა, საქმეზე მთავარი ეჭვმიტანილი იყო, თუმცა მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა და პასუხისგებაში არასდროს მიცემულა. 


როგორც კედინგმა Today Australia-სთან საუბარში განაცხადა, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე რეპერმა და ანდერსონმა იჩხუბეს და ამის გამო ანდერსონმა 2Pac-ზე შური იძია.


„ამ მკვლელობის გარშემო ბევრი კონსპიროლოგიური თეორია არსებობს, თუმცა მე არანაირი ეჭვი არ მაქვს. ყველა ფაქტი და მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ მკვლელი ანდერსონია. ამას 2Pac-ის ოჯახის წევრებიც ეთანხმებიან“, - განაცხადა კედინგმა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge