ყველაზე კონფლიქტური წყვილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

  • funtime.ge
  • 15 ივნისი 18:47

გსურთ, წინასწარ იცოდეთ, რით დასრულდება თქვენი ურთიერთობა?

ჰოროსკოპის თვალსაზრისით 6 ყველაზე კონფლიქტური წყვილია


ვერძი და კურო - ვერძებს განსაკუთრებულად მტკიცე ხასიათი აქვთ, კუროები კი ჯიუტები არიან, ამიტომაც, როდესაც პრობლემა წამოიჭრება, მისი გადაჭრა ძალიან რთული ხდება. კუროს ყოველთვის სურს იცოდეს, ურთიერთობის რა ეტაპზე არიან, ვერძს კი ეს ძალიან აღიზიანებს. დაშორებისას ვერძს სურს, უბრალოდ, წავიდეს და ყველაფერი დაივიწყოს, კურო კი გამუდმებით ითხოვს განმარტებებს.


კურო და მშვილდოსანი - კურო უპირატესობას დროის მშვიდ, ოჯახურ და მყუდრო გარემოცვაში გატარებას ანიჭებს, მშვილდოსანს კი გამუდმებით ესაჭიროება ახალი თავგადასავლები. კუროებს მშვილდოსნების უზარმაზარ ენერგიასთან გამკლავება ძალიან უჭირთ.


ტყუპები და თხის რქა - ეს კავშირი ნამდვილი კატასტროფაა! ტყუპებს ძალიან უყვართ მხიარულება და გაუთავებელი ლაპარაკი, თხის რქები კი უსაზღვროდ შრომისმოყვარეები არიან და უყვართ, როდესაც თავიანთი ცხოვრების თითოეული დეტალი წინასწარ აქვთ დაგეგმილი. თხის რქებისთვის სპონტანურობა კატეგორიულად მიუღებელია, ტყუპებს კი ეს ძალიან აბეზრებს თავს.


კირჩხიბი და მერწყული - კირჩხიბებს უყვართ სახლში ყოფნა, მერწყულები თავისუფლების მოყვარულები არიან. კირჩხიბმა უნდა იცოდეს და უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ, ამიტომაც მერწყულების თვისება, პირდაპირ მიუთითონ შეცდომებზე და გააკრიტიკონ სხვები, კირჩხიბს ძალიან აღიზიანებს.


ლომი და მორიელი - მორიელი არ შეაქებს და არ გაანებივრებს კომპლიმენტებით ლომს, რომელსაც ეს ძალიან სჭირდება. ლომები ფიქრობენ, რომ ძალიან ლამაზები არიან, რაც არ შეესაბამება მორიელის ბუნებას, რომლებიც, ჩვეულებრივ, ძალიან ეჭვიანები არიან.


ქალწული და მშვილდოსანი - არც ერთი მათგანი სერიოზული ურთიერთობებისკენ მიდრეკილი არ არის. მშვილდოსანი ძალიან უდარდელია (ქალწულის შეფასებით) და არ ფიქრობს, როგორ შეიძლება იმოქმედოს მისმა ქცევებმა სხვების გრძნობებზე. როცა ისინი რამდენიმე კვირით იკარგებიან, ქალწულისთვის ეს სრულიად არანორმალურია.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge