ერთი სხეული ორისთვის: როგორ ცხოვრობს 28 წლის სიამის ტყუპი? (ვიდეო)

  • funtime.ge
  • 15 ივნისი 16:19

დებს ებიგეილ და ბრიტანი ჰენსელებს ერთი ტორსი, ორი ხელი, ორი ფეხი და სამი ფილტვი აქვთ.

გული და კუჭი ორივეს თავ-თავისი აქვს, მაგრამ სისხლის მიმოქცევა საერთოა. ორი ზურგის ტვინი ერთ თეძოში მთავრდება და ამიტომაც წელს ქვემოთ ყველა ორგანო საერთოა.


საოცარია, მაგრამ გოგონებმა ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება შეძლეს. ექიმებმა გააფრთხილეს გოგონები, რომ მათი დაცილების შემდეგ გადარჩენის შანსი ძალიან დაბალი იყო, ამიტომაც დებმა ოპერაციაზე უარი განაცხადეს და შეეცადნენ, ერთად ეცხოვრათ.



რაც უფრო იზრდებოდნენ გოგონები, მით უფრო მეტად განსხვავდებოდა მათი გემოვნებები. ასე, მაგალითად, ები შინაყუდაა, რომელსაც ხელოვნება უყვარს, აი, ბრიტანი კი სეირნობას აღმერთებს და მათემატიკა მოსწონს.


მიუხედავად სხვადასხვა ხასიათისა, გოგონები ერთ გუნდად მუშაობენ. მათ ბეტელის უნივერსიტეტი დაამთავრეს, ავტომობილის მართვის უფლება აიღეს, ახლა კი დაწყებით კლასებში მათემატიკას ასწავლიან.



ები სხეულის მარჯვენა მხარეს აკონტროლებს, ბრიტანი - მარცხენას.



 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge