ზუგდიდსა და ხობში 13 ივნისს გარდაცვლილი დების ხსოვნას პატივი მიაგეს

  • pia.ge
  • 13 ივნისი 15:37

ზუგდიდსა და ხობში, 2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი დების ინდირა და ლიზა ზარანდიების, ასევე, მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს.


 4 წლის წინ სტიქიას თბილისში 21 ადამიანი ესხვერპლა, მათ შორის, ზუგდიდელი 25 წლის სტუდენტი მარიამ ქუთელია, ხობელი 22 წლის ინდირა ზარანდია და მისი 25 წლის და ლიზა ზარანდია.


დების ცხედრები ტრაგედიიდან მეორე და მეხუთე დღეს ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიაზე იპოვეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge