მედვედევს Twitter-ი გაუტეხეს

  • imedinews.ge
  • 12 ივნისი 19:56

რუსეთის პრემიერ-მინისტრს Twitter-ი გაუტეხეს. ამის შესახებ მედვედევის პრესსამსახური იტყობინება.

„ექაუნთი“ გატეხეს. ამჟამად კონტროლი აღდგენილია“, - ნათქვამია განცხადებაში.


მანამდე მედვედევის გვერდზე გამოჩნდა ლათინური ასოებით აკრეფილი ორი უცნაური პოსტი, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.


ბოლოს რუსეთის პრემიერის ანგარიში ჰაკერებმა 2014 წლის აგვისტოში გატეხეს და მისი გადადგომის შესახებ პოსტები გამოაქვეყნეს. დიმიტრი მედვედევი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge