რა უნდა იცოდნენ ქალებმა კაცებზე და სექსზე...

  • funtime.ge
  • 12 ივნისი 17:12

დაიმახსოვრეთ ეს, თითქოს უმნიშვნელო დეტალები და მიიღეთ ურთიერთობისგან მაქსიმალური სიამოვნება...

1. კაცი რეაგირებს შექებაზე


გავრცელებული აზრით, კაცების უმეტესობა იმდენად აკონტროლებს საკუთარ ლიბიდოს, რომ მათთვის, ზოგადად, სულ ერთია, რა ხდება სექსში. კაცებს, ისე, როგორც ქალებს, უყვართ კომპლიმენტები და სექსუალური სიახლოვის მტკიცებულება. კაცის შექება შეიძლება სექსამდეც და სექსის შემდეგაც. გარდა ამისა, კაცებს ხშირად აღელვებთ საკუთარი პენისის ზომა, თმების ჭარბი რაოდენობა გენიტალიებზე ან პირიქით, მათი არარსებობა და მსგავსი დეტალები. ასე რომ, იცოდეთ, რა და როდის უნდა უთხრათ თქვენს პარტნიორს.


2. კაცს აშინებს ინტიმი


...მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ გაიფიქრეთ. ბავშვობაში ბიჭები უფრო აფექტურები და ექსპრესიულები არიან, მაგრამ უკვე სკოლაში მათ აღელვებთ სოციალური როლი და უფრო ჩაკეტილები ხდებიან. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი კაცისგან ხშირად ვერ მიიღებთ საკმარის უკუკავშირს სექსის შემდეგ, ნურც დააძალებთ. თუ მოისურვებს, თავად გადაგიშლით გულს.


 3. კაცს რამდენიმე ეროგენული ზონა აქვს


რა თქმა უნდა, სექსში პენისს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სექსი მხოლოდ პენისით არ შემოიფარგლება. კაცის სხეულზე უამრავი საინტერესო წერტილია. მაგალითად, თეძოების შიდა ნაწილი, კისერი, სახე. ასევე, ორი მნიშვნელოვანი ზონა - სათესლე ჯირკვლები და შორისის მიდამოები - სადაც, ბუნებრივია, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.


 4. კაცს უყვარს ფანტაზიები


ბევრი კაცის სურვილია, საკუთარი ფანტაზიების რეალიზება, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. შესაძლოა, ქალის მხრიდან დაცინვის გამო. თუმცა, კაცები არასდროს არიან დიალოგის წინააღმდეგები. ასე რომ, თუკი რამე საინტერესო ექსპერიმენტი გსურთ, ნუ მოერიდებით მასთან ამის შესახებ საუბარს. უბრალოდ, დაპირდით ერთმანეთს, რომ არ დაიწყებთ შემდეგ ამ ფანტაზიების განხილვას.


5. კაცს უყვარს, როდესაც საუბრობთ


სექსის დროს საუბარი მხოლოდ ყურისთვის არ არის განკუთვნილი. შეგიძლიათ წარმოთქვათ კომპლიმენტები, სურვილები, აღვირახსნილიც კი. ყველა ეს სიტყვა კაცს ვნებიან გლადიატორად გადააქცევს, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის ჩვეულებრივი კლერკია.


6. კაცი აფასებს სექსში გულახდილობას


სექსს შეუძლია ურთიერთობებში სტრესის შემცირება, მაგრამ ამავე დროს, სწორედ სექსში ვლინდება სტრესი ყველაზე მეტად. თუკი პარტნიორი სექსის სიმცირეზე ან იმაზე წუწუნებს, რომ სექსში ექსპერიმენტებს წელიწადში ერთხელ მიმართავთ, აშკარად, მიგანიშნებთ, რომ ეს თემა განხილვას ექვემდებარება. მოუსმინეთ მას და შესთავაზეთ საკუთარი ვარიანტები.


7. კაცს შეუძლია აგიხსნათ, თუ რატომ უყვარს პორნო


ხშირად წყვილები ძალიან მძაფრად განიცდიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მის პარტნიორს +18 კატეგორიის ფილმის ყურება მოსწონს. ეს არ არის საშინელება, თუკი, რა თქმა უნდა, ის პორნოფილმებს მუდმივად არ უყურებს.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge