ვლადიმირ ზელენსკი: მამუკა ბახტაძე ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები

  • pia.ge
  • 5 ივნისი 11:03

მამუკა ბახტაძე ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, ზელენსკი აცხადებს: „რატომაც, არა?! საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში."


ამასთან, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმაც.


„ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე სასტუმროში გაჩერდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში იცხოვრებს. როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალური ვიზიტების დროს სახელმწიფო ლიდერებს ძალიან მჭიდრო განრიგი აქვთ. შესაბამისად ძალიან რთულია ამ განრიგში რამე ახალი შეხვედრის ჩასმა. დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რომ სცოდნოდათ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ, ისინი შეხვედრას წინასწარ დაგეგმავდნენ“, – აღნიშნა იულია მენდელმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge