ზაზა სარალიძე: ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია

  • pia.ge
  • 4 ივნისი 14:10

ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, - ეს განცხადება „TV პირველთან“ საუბრისას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ გააკეთა.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მოლოდინი ყოველთვის ჰქონდა, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ.

„მიხეილ კალანდიას რომ დააკავებდნენ, მოლოდინი ყოველთვის მქონდა, როდესაც ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ის ჩემი შვილის მკვლელობაში იყო ერთ-ერთი დამნაშავე. ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში, რადგან ეს სამართალი საჭირო იყო, რათა მსგავსი პრეცედენტები არ უნდა განმეორდეს. იქნებ გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის არც ჩადენა და შემდეგ, მით უმეტეს, არც მისი დამალვა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge