სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა ხეცურიანს უკრაინა პოლონეთს გადასცემს

  • რეზონანსი
  • 4 ივნისი 11:55, 2019 წელი

პოლონეთში ჩადენილი გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს უკრაინა პოლონეთის მართლმსაჯულებას გადასცემს.

კიევის პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ამ დროისთვის ბრალდებული ექსტრადიციისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.


უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია 39 წლის მამუკა ხეცურიანზე, რომელსაც სამართალდამცველები პოლონეთს ქალაქ ლოძში, 28 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ. ის გასული წლის ნოემბერში კიევში, უკრაინის პოლიციის, საქართველოს სამოკავშირეო ოფიცრისა და ინტერპოლის ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს.

წყარო: რეზონანსი