„არ უხდება ჩვენს ქალაქს ასეთი ხმაური, ბათუმი სეზონის მოლოდინშია“, - მედეა ვასაძე

  • resonancedaily.com
  • 2 ივნისი 18:51

„ქართული ოცნება“ არის ჩიხში, მისი რეიტინგი დაეცა, ბოლოს ამოირჩიეს ბათუმი - წესრიგი მყარდება და არავის არაფერი შერჩებაო.

მაგრამ ეს არის მოჩვენებითი, 4 წელია ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი და ახლა გაახსენდათ?“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი მედეა ვასაძე ბათუმის მერიაში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების ხმაურიან დაკავებას.


„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იყო, უნდა აშენებეულიყო „იაფი სახლი“, რაც შეჭირვებულ ადამიანებს საშუალებას მისცემდა საყოფაცხოვრებო პირობები გაეუმჯობესებინათ.  პროექტის რეალიზება დროულად რომ მომხდარიყო, ჩვენც დიდი ძალიხმევა გავქვს ჩადებული, დარღვევებთან დაკავშირებითაც ინფორმაციას დიდი ხანია ვფლობთ და კრიტიკული განცხადებებითაც გამოვდიოდით. ამდენი ხანია ვამბობ აჭარაში კორუფცია ყვავის მეთქი, მაგრამ რა - მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.


„4 წელია ამ ფაქტს ქონდა ადგილი და ახალ გაახსენდათ? ამიტომ მაფიქრებინებს, რომ ხომ არ არის მიზანმიმართული კამპანია პოლიტიკური შემადგენლობით, რასაც არ გამოვრიცხავ. არ ვამბობ, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ საქმე ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და არ უნდა იყოს შერჩევითი მიდგომები; ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს მტყუან-მართალი.  


„ქართული ოცნება“ არის ჩიხში შესული, მისი რეიტინგი დაცემულია და ბოლოს ამოირჩიეს ბათუმი წესრგს ამყარებენ, არავის არფერი შერჩებაო, მაგრმა ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი.  ქალაქი შეწუხებულია, ისედაც მძიმე მდგომარეობა, უმუშევრობა, უსახსრობა, უწამლობა... ახლა ეს დაჭერები. არ უხდება ჩვენს ქალაქს ასეთი ხმაური, ბათუმი სეზონის მოლოდინშია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მედეა ვასაძემ.

წყარო: resonancedaily.com