სომხეთში სოროსის ფონდის საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ

  • primetimenews.ge
  • 31 მაისი 18:41, 2019 წელი

სომხეთში, სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ შენობასთან საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ვეტოს“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შენობასთან პოლიციას ცოცხალი კორდონი აქვს აღმართული.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ვეტოს“ წევრები სომხეთში ფონდის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ.


როგორც აქციაზე „ვეტოს“ ხელმძღვანელმა, ნარეკ მალიანმა განაცხადა, სომხეთის მთავრობა მითითებებს იღებს ფონდისგან, რომელსაც მიზნად სომხეთში სამოქალაქო ომის პროვოცირება და სისხლისღვრის მოწყობა აქვს დასახული.


„ღია საზოგადოების ფონდის“ დაფუძნებული და ხელმძღვანელობს ჯორჯ სოროსია.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge