ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შესრულდება

  • M2B
  • 30 მაისი 16:17, 2019 წელი

ესტონური ავიაკომპანია "SmartLynx Airlines" ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. 

რეისები 27 ივნისს, 4 ივლისს, 11 ივლისსა და 18 ივლისს, Airbus A320 ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანაზე იქნებაორიენტირებული.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ჩარტერული საჰაერო მიმოსვლისგანხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ესტონურ ავიაკომპანიაზე 29 მაისს გაიცა.

სრული ვერსიის ნახვა M2B