რუსთავში შეყვარებულმა პატრულს შუაღამეზე ტორტი აჩუქა – ვიდეო

  • sarkenews.ge
  • 30 მაისი 11:08

“ინფო რუსთავის” ობიექტივში რუსთავში პატრულ-ინსპექტორისთვის მოწყობილი სიურპრიზი მოხვდა.

29 მაისს, დაახლოებით 00:02 საათზე, მეგობრობის გამზირზე მოძრავმა “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაჩერება სთხოვა.


მას შემდეგ, რაც ავტომობილები გაჩერდნენ, “ტოიოტას” მარკის ავტომანქანიდან ტორტით ხელში 2 გოგონა გადმოვიდა. ერთ-ერთმა გოგონამ პატრულის თანამშრომელს ტორტზე სანთლების ჩაქრობა სთხოვა და დაბადების დღე მიულოცა.


მოგვიანებით გაირკვა, რომ პატრულ-ინსპექტორს მოულოდნელი სიურპრიზი შეყვარებულმა მოუწყო.


რამდენიმე წამიანი შეხვედრა მალევე დასრულდა და პატრულის თანამშრომელმა განაგრძო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.


წყარო: sarkenews.ge