მიხეილ სააკაშვილი კიევშია

  • pia.ge
  • 29 მაისი 19:04

კიევში, ბორისპოლის აეროპორტში დაჯდა ვარშავა-კიევის რეისი, რომლითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩაფრინდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ქვეყნის მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს.

უკრაინის წინა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2015 წელს მიანიჭა მოქალაქეობა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.

პოროშენკოს მმართველობის დროს სააკაშვილს 2021 წლამდე აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge