უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 5-დან 20 ლარამდე იზრდება

  • 29 მაისი 15:06, 2019 წელი

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე ადმინისტრაციული ჯარიმა 5-დან 20 ლარამდე იზრდება. საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

როგორც ახლა ასევე ცვლილების შემდეგ მგზავრიო ვალდებული იქნება მგზავრობის საფასური ავტობუსში ასვლისთანავე გადაიხადოს. ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც ბარათით ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. ბარათის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია საფასურის გადახდა ფიზიკური ბილეთის აღების გარეშეც.


მგზავრობის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის ტარიფი 20 თეთრია, სოციალურად დაუცველებისთვის 10 თეთრი, მოსწავლეებისთვის კი 0, თუმცა ბარათის გატარების ვალდებულება მათაც გააჩნიათ.


ჯარიმის საპირისპიროდ, 50-დან 40 ლარამდე მცირდება საურავის ოდენობა, რომელიც უბილეთო მგზავრს იმ შემთხვევაში ეკისრება თუ ჯარიმა მისი გამოწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაიხადა.