სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა

  • pia.ge
  • 29 მაისი 10:29

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩასვლას გეგმავს.

ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, ვარშავა-კიევის ავიარეისი, გეგმიურად, ბორისპოლში უკრაინის დროით 17:15 საათზე შესრულდება.

კიევში სააკაშვილის ჩასვლა მას შემდეგ გახდა შესაძებელი, რაც 28 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს 2017 წელს მაშნდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ წართმეული უკრაინის მოქალქეობს დაუბრუნა.

ზელენსკის გადაწყვეტილებას სააკაშვილის გარემოცვა, მათ შორის იულია ტიმოშენკო იწონებს და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, "სამართლიანობა აღსრულდა".

თუმცა, ამ განწყობებს პეტრო პოროშენკოს მთავრობის წევრები, მათ შორის მომქედი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო არ იზიარებენ.

სოციალურ ქსელში ლუცენკომ "RBK უკრაინას" რედაქტორის კითხვას უპასუხა: რჩება თუ არა ძალაში მისი პოზიცია სააკაშვილის მიერ კურჩენკოსთვის ფულის გამორთმევასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაზე, თუ კონცეფცია შეიცვალა? ლუცენკო პასუხობს - "არა, ის მოღალატეა".

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის აღძრული, მათ შორის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის ორგანიზება განახორციელა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, 2017 წელს მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთის მხრიდან.


სრული ვერსიის ნახვა pia.ge