HP-ის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებაზე Deep Instinct იზრუნებს

  • 28 მაისი 11:32, 2019 წელი

HP ისრაელის კიბერ კომპანია Deep Instinct - თან თანამშრომლობას იწყებს. კომპანია აპირებს გაზარდოს უსაფრთხოების სტანდარტები და აიცილოს შესაძლო კიბერ თავდასხმები.

გარიგების ფინანსური დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.  ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, მოლაპარაკების ღირებულება $150 მლნ-ს აღემატება. HP- ის უახლესი EliteBook- ისა და HP ZBook ლეპტოპებზე HP Sure Sense „ოფლაინ“ რეჟიმში მუშაობს.


ყოველდღიურობაში 350 000-ზე მეტი ახალი ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ კიბერ უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ახალი სისტემა სჭირდება. კომპანიის განცხადებით, HP Sure Sense სიღრმისეული შესწავლისა და პროგნოზირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რის შედეგადაც სწრაფად ავლენს ვირუსული ელემენტების არსებობას.