ვერ პოულობთ სიყვარულს?

  • 27 მაისი 19:12

ისეც ხდება, რომ ცხოვრების რაღაც მომენტში განსაკუთრებულად განვიცდით მარტოობას. თან ვერ გაგვიგია, რატომ დავრჩით მარტო. თითქოს ჩვეულებრივ ვაწყობდით ურთიერთობებს და კარგადაც ვგრძნობდით თავს.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს მიზეზები, რაც შესაძლოა, ხელს გვიშლიდეს სიყვარულის პოვნაში. დაფიქრდით, იქნებ თქვენც დაუშვით მსგავსი შეცდომა.


* აიდეალებთ ურთიერთობებს და კონკრეტულ ადამიანს – ყველაზე დიდი შეცდომაა. უნდა გახსოვდეთ, რომ იდეალური ქვეყნად არაფერია – არც თქვენ, არც ის. რეალობის დანახვა და მისი სწორად აღქმა უნდა სცადოთ;


* პატივს არ სცემთ საკუთარ თავს – ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. სხვა რომ შეიყვარო, ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მას პატივს სცემდე;


* პარტნიორს პირად სივრცეს უზღუდავთ – ძალიან ხშირად სწორედ ამის გამო მთავრდება კარგად დაწყებული ურთიერთობა. თუ ამჩნევთ, რომ ურთიერთობა „ცივდება“, ეცადეთ, პარტნიორს თავი მოანატროთ;


* პატიება არ შეგიძლიათ – პარტნიორები ურთიერთობაში შეცდომებს უშვებენ, მაგრამ თქვენ არ უნდა გახსოვდეთ ეს შეცდომები. როცა ხედავთ, პარტნიორი გულწრფელად ნანობს, აპატიეთ და მიეცით შანსი;


* მზად არ ხართ ურთიერთობებისთვის – აშკარად ბევრს ფიქრობთ. გჭირდებათ კი სიყვარული? დიდხანსაც ნუ იფიქრებთ, დრო ძალიან სწრაფად გადის;


* მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ – ნუ იქნებით ეგოისტი, ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება. ნუ გგონიათ, რომ სამყაროს ცენტრი ხართ. იცოდეთ, მარტო დარჩებით!