ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 24 მაისი 15:29

24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი.

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

 სააგენტოს ინფორმაციითვე, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge