7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის მეზობელბმა ჟურნალისტები სცემეს

  • pia.ge
  • 23 მაისი 17:02

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი კასპში, 7 თვის ბავშვის გაგუდვის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული დედის ოჯახში მიდოიდა, რა დროსაც მათზე თავდასხმა მოხდა.

ჟურნალისტი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის " ბ" ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დადგენილია ერთ პირი, რომელიც პოლიციაშია გადაყვანილი.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge