"ვინ იცის, რა მდგომარეობაში იყო ეს გოგო, არ ვამართლებ, მაგრამ..."

  • რეზონანსი
  • 23 მაისი 10:25

მომღერალი მაია დარსმელიძე, სოფელ აღაიანში, 16 წლის დედის მიერ 7 თვის შვილის მკვლელობას  გამოეხმაურა. 

"მთავარია, რომ ოჯახის სიწმინდის დღესასწაული გვაქვს. და მერე რა თუ არასრულწლოვანია გოგო, რომელიც მშობლებმა "პატრონს" ჩააბარეს და კიდევ ერთი "ჭეშმარიტი ოჯახი" შეაქმნევინეს არასრულწლოვანს!


ვინ იცის, რა მდგომარეობაში იყო ეს გოგო? არ ვამართლებ, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ რა არის ამ საშინელი ტრაგედიის წინაპირობა? აქვე ჩავაგდებ ლინკს პოსტსამშობიარო დეპრესიაზე და გადაიკითხეთ ყურადღებით, ქვისმსროლელებო" – წერს დარსმელიძე.

წყარო: რეზონანსი