"წიხლით არიან ნაცემები... გოგოს აქვს სახეში გარტყმული" - რა მოხდა წუხელ რუსთავში

  • რეზონანსი
  • 23 მაისი 10:18

ხმაური და სროლა რუსთავში. ერთმანეთს კაფე-ბარ "შარკის" დაცვის თანამშრომელი და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.

ნაცემია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. გარდა ამისა დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე გოგონამ და დაცვის თანამშრომელმა. დაპირისპირება ბარში ახალგაზრდების სიგარეტით შესვლას მოჰყვა. ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.


"ცეკვავდნენ სამი მეგობარი და რომ წამოვიდნენ, მეცხრამეტე შესასვლელთან დაიჭირეს სამმა დაცვამ მივიდნენ და ბიჭები მაგრად სცემეს და მერე გოგოც. ბიჭები ვიცი, რომ წიხლით არიან ნაცემები და სახეშიც ურტყამდნენ, გოგოს აქვს სახეში გარტყმული. გასროლა მოხდა ბოლოს, უკვე რომ ძალიან შევიდა ჩხუბში და ერთი ამბები მოხდა", -აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

წყარო: რეზონანსი