ინდონეზიაში არჩევნებს არეულობა მოჰყვა - აქციაზე 6 ადამიანი დაიღუპა

  • pia.ge
  • 22 მაისი 09:56

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში არეულობის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 200 დაშავდა.

 

საპროტესტო აქციები საყოველთაო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, იტყობინება Reuters ქვეყნის გუბერნატორზე დაყრდნობით.

ინდონეზიაში საყოველთაო არჩევნები 17 აპრილს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობა, რომელთა რაოდენობა 185 მლნ ადამიანს შეადგენს, ხელისუფლების ყველა შტოს, მათ შორის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, ეროვნული პარლამენტის, პროვინციების პარლამენტების, საქალაქო და სოფლის საბჭოების წევრებს ირჩევდა. ხმების დათვლის პროცესი კი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ქვეყნის ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ხმათა 55,5% შეაგროვა, მისმა ოპონენტმა პრაბოვო სუბიანტომ კი, 44,5%. სწორედ ამ შედეგს აპროტესტებს ინდონეზიის მოსახლეობა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს.

აღასანიშნავია, რომ საუბარია იმ არჩევნებზე, რომელთა მსვლელობის დროს 100-მდე საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი და სამართალდამცველი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ადამიანების დაღუპვის მიზეზი გადაღლილობა და ავტოსაგზაო შემთხვევები გახდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge