ზელენსკიმ პარუბთან გაგზავნილი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

  • 21 მაისი 21:08

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადას თავმჯდომარეს, ანდრეი პარუბს  ხვალისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვა.

მიმართვის ტექსტი ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სესიაზე, არჩევნების შესახებ, კანონში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა რადა დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.