ზელენსკიმ რადა დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

  • 21 მაისი 19:26

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადა დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს დანიშნა.

 განკარგულების ტექსტი ქვეყნის მეთაურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.


განკარგულების მიხედვით,  რადას დათხოვა უკრაინის კონსტიტუციის პირველი პუნქტის, მეორე ნაწილის, 90-ე მუხლის მიხედვით მოხდა. ამ მუხლის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი, თუ საკანონმდებლო ორგანოში 30 დღეზე მეტია არ არსებობს მმართველი უმრავლესობა.