რუსეთმა ტარიელ ონიანი, ესპანეთის ნაცვლად, შესაძლოა საქართველოს გადასცეს

  • primetime.ge
  • 21 მაისი 18:24

ორენბურგის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ ონიანის ესპანეთისთვის ექსტრადიციის საქმის განხილვა 8 ოქტომბრამდე გადადო.

მის გადაცემას ესპანეთი ფულის გათეთრებაზე ბრალდების გამო მოითხოვს.


სამეფოს პროკურატურა მისთვის 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას 50 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადადებას ითხოვს.


60 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი 9 აპრილს რუსეთის „შავი დელფინის“ კოლონიიდან სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა, თუმცა ესპანეთში მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის დევნის გამო, იმავე დღეს დააკავეს და წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.


პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ რუსეთი ძალიან იშვიათად გადასცემს ესპანეთს ძებნილებს, მითუმეტეს ისეთებს, როგორიც „ტაროა“.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge