ასანჟის შენახვა ეკვადორს $800 000 დაუჯდა

  • imedinews.ge
  • 21 მაისი 17:14

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის შენახვა ეკვადორის ხელისუფლებას არა 6 მილიონი, არამედ 800 ათასი დოლარი დაუჯდა.

ამის შესახებ ქვეყნის კონტროლის მთავარი სამმართველოს მოხსენებაშია ნათქვამი.


ადგილობრივი გამოცემა Comercio-ს ცნობით, სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ სახელმწიფოს ასანჟის შენახვა 795 372 დოლარი დაუჯდა, რაც  WikiLeaks-ის დამფუძნებლის ტანსაცმლის რეცხვის, კვების და სამედიცინო მომსახურების ხარჯებისგან შედგება. 


მიმდინარე წლის აპრილში ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე ვალენსიამ განაცხადა, რომ 2012-2018 წლებში ასანჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყანამ 5,817 მილიონი დოლარი დახარჯა.


ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიმდინარე წლის 11 აპრილს აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს მას შემდეგ, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა.


ასანჟმა ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს 2012 წელს თავი მას შემდეგ შეაფარა, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მისი გადაცემა გადაწყვიტა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge