ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვესტეროსში ომის დასრულებას მიესალმა

  • 21 მაისი 17:03

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ ეპიზოდს გამოეხმაურა და   უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე  პოსტი მიუძღვნა

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება დიდხნიანი სამოქალაქო ომის დასრულებას. ბრანდონ სტარკის არჩევას პოზიტიურ ნაბიჯად ვაფასებთ, რომელიც ხელს შეუწყობს სამეფოში სტაბილურობას და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.


სერიალი „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი 19 მაისს დასრულდა.