"ყურადღება!!! ვიდეოში რასაც იხილავთ, გთხოვთ სერიოზულად არ მიიღოთ" (ვიდეო)

  • primetime.ge
  • 21 მაისი 16:56

სკოლის ჰიმნები, იგივე ვიდეო კლიპებს, რომელსაც ბოლო პერიოდში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იღებენ და სოციალური ქსელების საშუალებით აქვეყნებენ, საზოგადოებაში ნეგატიური რეზონანსი მოჰყვა.

ასეთ ვიდეო კლიპებში ძირითადი აქცენტი არა განათლებაზე, არამედ ძალადობაზე და ქუჩური მენტალიტეტის უპირატესობაზეა გაკეთებული.


გამოსაშვები კლასის მოსწავლეების კლიპებში გაშარჟებული არიან მასწავლებლები და მთლიანად განათლების სისტემა.  სავარაუდოდ, სწორედ ვიდეო კლიპი იყო 51-ე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზიც.


51-ე სკოლის ჰიმნი იუთუბზე 19 მაისს გამოქვეყნდა და უკვე 70 ათასი ნახვა აქვს. კლიპის აღწერილობაში წერია; ყურადღება!!! ვიდეოში რასაც იხილავთ, გთხოვთ სერიოზულად არ მიიღოთ. ეს მხოლოდ ხუმრობაა. თუმცა, ამის მიუხედავად მისმა შინაარსმა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მაინც გამოიწვია.


როგორც ირკვევა, კლიპში ისე გადაიღეს ერთ-ერთი მასწავლებელი, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ზოგადად, სკოლეები არ ერევიან სკოლის გამოსაშვები ვიდეო კლიპების არც ფორმატში და არც შინაარსში, რადგან, როგორც ირკევა, სკოლის ჰიმნების მომზადების პროცესში მოსწავლეები მთლიანად დამოუკიდებლები არიან.


51-ე სკოლის ჰიმნთან ერთად იუთუბზე კიდევ რამდენიმე სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეების კლიპებიც არის ატვირთული. ამ ვიდეოებში მოცემული სცენარი  რეალურად სკოლებში არსებულ ვითარებას ასახავს.





 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge