ჰენრი ფორდის წარმატების ისტორია: "სულ ერთია ვინ ვიქნები, თუ ჩემი მეუღლე მეყოლება გვერდით"

  • fortuna.ge
  • 21 მაისი 15:04

ამერიკელმა ბიზნესმენმა ჰენრი ფორდმა აღიარებამდე გრძელი გზა განვლო. მას და მის წამოწყებებს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, 1893 წელს მან მაინც აისრულა ოცნება და შექმნა საკუთარი მანქანის მოდელი.

1903 წელს მან დააფუძნა „ფორდის ავტოკომპანია“, რომელმაც დაიწყო მანქანების მასობრივი წარმოება და სამანქანო ინდუსტრიაში საკუთარი სიტყვა თქვა.


ფორდი პატარა ასაკში მიხვდა, რომ საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლისამ დატოვა სახლი და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით ძრავასთან დაკავშირებული ექსპერტიმენტები ჩაატარა. მისი გახსნილი პირველი კომპანია გაკოტრდა, თუმცა ხელი არ ჩაუქნევია. შრომის შედეგად მის მიერ დაფუძნებულმა რიგით მესამე კომპანიამ მსოფლიო მასშტაბით აღიარება მოიპოვა.


სხვადასახვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ფორდის ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო მისი მეუღლე კლარა ჯეინ ფორდი, რომელსაც სჯეროდა მისი იდეების და ყოველთვის ამხნევებდა. წლების შემდეგ, როდესაც ჟურნალისტმა ფორდს ჰკითხა, არჩევანი რომ ჰქონოდა, ვინ გახდებოდა სხვა ცხოვრებაში, მან უპასუხა: "სულ ერთია ვინ ვიქნები, თუ ჩემი მეუღლე მეყოლება გვერდით".


57 წლის ასაკში ჰენრი ფორდმა საკუთარი ქონება 188 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge