ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა

  • 20 მაისი 18:55

პარიზში ეიფელის კოშკიდან ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ რაც ლითონის კონტრუქციაზე გარედან ადამიანი ავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.


პარიზის პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მაშველების ბრიგადა იმყოფება, რომელიც კოშკზე ასულ ადამიანთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს.