ბიჭმა მაღალი სართულიდან კუ გადააგდო - მიმდინარეობს გამოძიება (ვიდეო)

  • 20 მაისი 18:38

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ახალგაზრდამ კუ გადააგდო.

 

ამ ქმედებას სამართალდამცველებისგან რეაგირება მოჰყვა.


როგორც „ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 259 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.