რამდენიმე იდეა, რომლებიც ცუდი ფიქრების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ

  • თბილისელები
  • 20 მაისი 12:18

შეყვარებულებს ღალატი წარმოუდგენლად ეჩვენებათ, მაგრამ გადის დრო და არასასურველი ფიქრები, ეჭვები სულ უფრო ხშირად მოგდით თავში.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც დაგეხმარებათ ურთიერთობის გამყარებასა და ცუდი ფიქრების თავიდან აცილებაში.


* ნუ გადაწყვეტთ, რომ თქვენ ეს არასოდეს შეგეხებათ.


ასეთი აზრები ზოგჯერ ხელს გვიშლის, რეალური საფრთხის შემჩნევაში. ვხუჭავთ თვალს საკუთარ შეცდომებზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება, არასასურველი მიმართულებით განვითარდეს. „იდეალური“ პარტნიორის პოვნა გარანტირებულ მყარ ურთიერთობას არ ნიშნავს. ქორწინება რომ მყარი იყოს, საჭიროა, ყოველდღიურად იმუშაოთ ურთიერთობასა და საკუთარ თავზე.


* მუდმივად გედოთ ხელი თქვენი ურთიერთობის პულსზე.


ადამიანები საყვარლებთან იმ ემოციებს და შეგრძნებებს ეძებენ, რასაც ოჯახში ვეღარ იღებენ. ამიტომაც საჭიროა, დროდადრო შევამოწმოთ ურთიერთობა. უნდა შეამჩნიოთ, რამდენად შეიცვალა ეს მდგომარეობა ურთიერთობის დაწყებიდან მოცემულ მომენტამდე. ახლოს ხართ ახლაც? წყვილები, რომლებიც ერთმანეთს არ ღალატობენ, ძალიან აფასებენ ემოციურ და ფიზიკურ კავშირს. ცდილობენ, გულახდილები იყვნენ ერთმანეთთან, ეძებენ კომპრომისს.


* დასაშვები საზღვრები.


უთხარით ერთმანეთს, რა არის მიუღებელი ურთიერთობაში. გახსოვდეთ – არავინ არის ვალდებული, შეასრულოს თქვენი ყველა ახირება. თუმცა, იყავით მზად, შეცვალოთ რამე საკუთარ თავში.


* უარი თქვით გატაცებებზე.


ჰკითხეთ საკუთარ თავს: რისი მიღება გინდათ ამ ურთიერთობიდან? სად არის საზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთოთ? ღირს ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ არა? და კიდევ – გახსოვდეთ: წესები, რომლებსაც ურთიერთობაში ამკვიდრებთ ორივესთვის ერთნაირი უნდა იყოს.
ურთიერთობა არ უნდა იქცეს რუტინად. გულგრილობა იწვევს სიცივეს და განცალკევებას. თვითონ სექსიც მძიმე მოვალეობას ემსგავსება, ეს კი კიდევ უფრო მეტად აცივებს ურთიერთობას, რამაც შეიძლება, ღალატი გამოიწვიოს.


* არ გაიტანოთ კონფლიქტი სახლიდან.


თუ გადაწყვეტთ, თქვენი ურთიერთობა ვინმესთან განიხილოთ, შეიძლება, ადვილად აღმოჩნდეთ ემოციური დამოკიდებულების ქვეშ. შეიძლება, ამას შედეგად ღალატი მოჰყვეს. თუ პრობლემებზე ესაუბრებით ისეთ ადამიანს, ვინც თქვენ მიმართ გულგრილი არ არის, უნებლიეთ მიანიშნებთ რომ „კარი“ ღიაა. დაფიქრდით – რჩევა გჭირდებათ თუ თანაგრძნობა? ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, პრობლემების შესახებ გულღიად ესაუბროთ თქვენს პარტნიორს და არა ვინმე სხვას.


* აჩვენეთ, რამდენად ძვირფასია ის თქვენთვის.


შეიძლება, ძალიან გიყვარდეთ პარტნიორი, მაგრამ გამოხატვის გარეშე ის ამას ვერ იგრძნობს. ნუ მოგერიდებათ თქვენი გრძნობების გამოვლენა. გამოიჩინეთ ყურადღება, იყავით მზრუნველი. ხშირად უთხარით, რა მოგწონთ და რას აფასებთ მასში, ყურადღების პატარა, მაგრამ რეგულარული ნიშნების გამოვლინება ურთიერთობას იმედგაცრუებისა და გაუგებრობისგან იცავს.

წყარო: თბილისელები