რატი იონათამიშვილი: საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები სტაბილურად და მშვიდად ჩატარდა

  • 19 მაისი 21:01

„საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი:

„უკვე შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ, რომ საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობები გარკვეული დისონანსი შეეტანათ საარჩევნო პროცესებში, საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები სტაბილურად და მშვიდად ჩატარდა. თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდ ვითარებაში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა იონათამიშვილმა. 

19 მაისს მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე, ან/და საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა. მერებს აირჩიეს მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტები. თბილისმა მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატს მისცა ხმა.  

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 20:00 საათზე შეწყდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხმების დათვლა.